ანალიტიკამთავარი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს: კამიკაძე მზადაა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა მაღალი რანგის თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ბაქოში ვიზიტის გამო, რომლებიც ბაქოსი იმყოფებიან აზერბაიჯანსი მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე დაკვირვების მიზნით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  წვრთნები, როგორც ასეთი საშიშროებას არ წარმოადგენს, საშიშია  თურქეთის დელეგაციის სამხედრო-პოლიტიკური მესიჯი.

კერძოდ მესიჯის რა შინაარსმა და  კონტექსტმა შეაშფოთა სომხეთი? ის რომ თურქეთი ხაზს უსვამს აზერბაიჯანის ომისთვის მზად ყოფნის გარემოებას? თუ  პრობლემა უფრო ღრმაა, რომ აზერბაიჯანის რეგიონალურ სახელმწიფოებს და რეგიონალური უსაფრთხოების სისტემით დაინტერესებულ ქვეყნებს ამჟამად საქმე აქვთ არა თუ სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან, არამედ მესამე ქვეყნის, ამ შემთხვევაში თურქეთის, თვითმკვლელებთან.

აქ შეიძლება შემაშფოთებელი იყოს თურქული სამხედრო დელეგაციის მიერ გადმოცემული სიგნალმა, რომ აზერბაიჯანი აღარ არის სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში, ილჰამ ალიევის პრეზიდენტობით, მაგრამ თურქეთის თვითმკვლელი, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისთვის.

ამ თვალსაზრისით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა რეგიონალური სახელმწიფოსა და დაინტერესებული ძალის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფრთხე ფართოა და არ შემოიფარგლება მხოლოდ არცახისა და სომხეთის საზღვრით.  აგრესია სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ შეიძლება გადაიზარდოს დიდ რეგიონალურ ომში.

საქმე იმაშია,  რომ თურქეთს შეუძლია ალიევს მისცეს მითითებები, რომლებიც სეეხება არამარტო სომხეთისა და არცახის საზღვარს.

ნახეთ მეტი
Back to top button