მთავარისაზოგადოება

სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 276 ახალი შემთხვევა․ გამოჯანმრთელებულია 267, გარდაიცვალა 5 მოქალაქე

14 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში დადასტურებულია  კორონავირუსული დაავადების 41299 შემთხვევა, რომელთაგან 34164 განიკურნა.

ამის შესახებ  ცნობას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტი.

ამჟამად 6082 პაციენტი მკურნალობს სტაციონარებში.  ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 1465 ტესტი, ხოლო სულ  ჩატარებულია 181962 ტესტი. ამრიგად, დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 276 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა  267.

კორონავირუსული დაავადების შედეგად სომხეთში გარდაიცვალა 814 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button