მთავარიპოლიტიკა

ჩვენს მტრებს შეუძლიათ ჯავახეთში წყალი აამღვრიონ და იქ თევზი დაიჭირონ: ეს არის სტრატეგიული და რისკიანი რეგიონი

”ახლა იქ სიტუაცია შედარებით სტაბილურია, კონტროლირებადი. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები კონტროლს უწევენ ვითარებას, ეს ძალიან კარგია.

ამ დღეებში ძალზე არასასურველი და ტრაგიკული მოვლენები მოხდა. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც  პატრიოტული კავშირის „ჯავახეთის“  ხელმძღვანელმა, მოვუწოდე ჩემს  ჯავახელ თანამემამულეებს, არ წასულიყვნენ სიტუაციის დაძაბულობაზე  ჯავახეთის თავისებურებების გათვალისწინებით. ეს არის განსაკუთრებული რეგიონი, რისკის ზონა, რადგან აქ ხდება სხვადასხვა გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება. ვითარების დაძაბულობამ, ნებისმიერმა ინციდენტმა შესაძლებელია ჩვენი მტრები გაახაროს. ამ უკანასკნელებმა შესაძლებელია  ხელი შეუწყონ იქ არასტაბილურობის გაღრმავებას, ასე ვთქვათ  წყალი აამღვრიონ და შეეცადონ ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, რაც მე ზძალიან საშიშად მიმაჩნია“, – ამის შესახებ განუცხადა „პირველ საინფორმაციოს“ კორესპოდენტს სომხეთის ეროვნული ასაბლეის დეპუტატმა, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა შირაკ თოროსიანმა.

თოროსიანის სიტყვებით, ჯავახეთი არის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, სადაც  გადის თურქეთ-აზერბაიჯანის გზა. ის  არის სომხეთ-საქართველოს მეგობრობის მძლავრი ხიდი და რეგიონალური გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის გარანტი.

ნახეთ მეტი
Back to top button