მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ ვართ ნაციონალისტები, ჩვენ ვიცავთ ჩვენს არსებობას: ფაშინიანი

ჩვენ მივაღწევთ რეალურ მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასეთი  მოსაზრება გამოთქვა ბრიტანული ტელევიზია BBC-ის გადაცემა Hardtalk– თან ინტერვიუში.

”როდესაც მე მივიღე სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მე შევთავაზე  ახალი სამშვიდობო რეზოლუცია  –  „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი მოგვარება მისაღები უნდა იყოს სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის“. მე სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლიდერი ვარ, ვინც ოდესმე თქვა, რომ შეთანხმება მისაღები უნდა იყოს სომეხი და აზერბაიჯანული ხალხებისთვის. მაგრამ აზერბაიჯანის ლიდერს ჩემი განცხადების საპასუხოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს”, – თქვა ფაშინიანმა.

გადაცემის წამყვანის შენიშვნაზე, რომ ივლისის შუა რიცხვებში სომხურმა ძალებმა დაბომბეს სასაზღვრო ზოლი,  რომლის დროსაც მოკლული იქნა  76 წლის აზერბაიჯანული მშვიდობიანი მოქალაქე, რამაც აზერბაიჯანის ანგარიშსწორება გამოიწვია, სომხეთის პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ აზერბაიჯანმა თვითონ  წამოიწყო შეტევა სომხეთზე.

”უკვე დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყენებს სამხედრო რიტორიკას, აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო გზით. ამ რიტორიკის შედეგად, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა  ისეთ მდგომარეობაში, რომ  საკუთარ ხალხს ვერ აუხსნა, თუ რატომ ვერ შესძლო საკითხის მოგვარება ძალის საშუალებით“.

ჟურნალისტის მოსაზრების საპასუხოდ, რომ სომხეთი ახორციელებს ნაციონალისტურ პოლიტიკას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხები 90-იანი წლებიდან მოყოლებული სომხეთსა და  ყარაბაღში იმყოფებიან აზერბაიჯანული დარტყმის ქვეშ.

”ჩვენ არ ვართ ნაციონალისტი, ჩვენ ვიცავთ ჩვენს არსებობას. ყარაბაღის სომხები არსებობისთვის იბრძვიან. სომხეთი მზად არის მშვიდობისთვის, დარწმუნებულია, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით, ეს გამოსავალი არ არის“. – თქვა მან.

ამავე პროგრამის ფარგლებში მან ასევე უპასუხა კითხვებს რუსეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობების, რობერტ ქოჩარიანისა და  რევოლუციის გაუმართლებელი მოლოდინის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button