მთავარისაზოგადოება

სომეხი სამშვიდობოების მორიგი ბრიგადა გაემგზავრა ავღანეთში

ავღანეთში გაემგზავრა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სამშვიდობო ბრიგადა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

”სომხური კონტინგენტი მონაწილეობას მიიღებს სასწავლო კურსებში, წინასწარი განლაგების წვრთნებში, რის შემდეგაც იგი განახორციელებს სამშვიდობო მისიას ავღანეთში, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების ნაწილი.

სომეხი სამშვიდობოები ყოველთვის იცავდნენ  სომხეთის, სომეხი ჯარისკაცის პატივს, მისიების დროს  იმსახურებდნენ მათი ხელმძღვანელობის, ასევე საზღვარგარეთელი მაღალჩინოსნების მაღალ შეფასებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button