მთავარისაზოგადოება

ლავროვის სომეხთა წინაპრების კვალი ლორში. საგვარეულო სასაფლაო და ეკლესიის დაცვა სამაგრით.

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ლორის რაიონის სოფელ არდვის წმინდა ჰოვჰანნესის ეკლესიის ეზოში არის ქალანთარიანთა საგვარეულო სასაფლაო. ეკლესიის ეზოს კარიბჭე კი დღემდე იკეტება ქალანთარიანების მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაყენებული ლითონის სამაგრით.

პრესაში ბევრი რამ იწერება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სომხური ფესვების შესახებ, და მან არა მხოლოდ უარყო ეს ჭორები, არამედ ერთ შემთხვევაში დაადასტურა კიდეც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სომეხი წინაპრები არიან თბილისის სომეხი ეროვნების ქალანთარიანების დინასტიის წარმომადგენლები.
ქალანთარიანთა საგვარეულო ხე, ფაქტობრივად, წარმოიშვა სომხეთის ლორის მაღალმთიანეთში. ფაქტია, რომ მე -18-19 საუკუნეებში ლორი მჭიდრო კავშირში იყო თბილისთან ვაჭრობისა და განათლების მხრივ. მრავალი ახალგაზრდა, რომელიც განათლებას იღებდა  თბილისში აღარ ბრუნდებოდა მშობლიურ სოფელში. ამ გზით, ქალანთარიანების დინასტიის ერთი შტო გადავიდა თბილისში, დანარჩენებმა კი განაგრძეს ცხოვრება მშობლიურ ლორში და გააშენეს ის.
ლორის ქალანთარიანები ძველი თავადური დინასტიაა. არდვის მე -8 საუკუნეში აშენებულ წმინდა ჰოვჰანნესის ეკლესიის ეზოში ქალანთარიანის საგვარეულო სასაფლაო მდებარეობს.

ქალანთარიანის საგვარეულო სასაფლაო
ოძუნის სასულიერო მწყემსმა, მამა ვრთანეს ბაღალიანმა, ,,სპუტნიკ-სომხეთი“-ს გადამღებ ჯგუფს უმეგზურა ეკლესიის ეზოში და აღნიშნა: ”აი, აქ არის ბეჟანიანთა და ქალანთარიანთა საფლავები. დღევანდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არის იგივე ოჯახიდან, ქალანთარიანებიდან.”
ეკლესიის ეზოში განსვენებული სამი ძმა, მელიქი, იგორი და ქალანთარ ქალანთარიანები, ძველი თავადური დინასტიიდან წარმოიშვნენ და არიან ლორის თავადების შთამომავლები, რომლებიც რუსეთის იმპერიის დროს დაეხმარნენ სიღარიბეში მცხოვრებ ლორის.

ქალანთარიანის საგვარეულო სასაფლაო
მელიქ ქალანთარიანმა 1902 წელს განაახლა არდვის ეკლესია, შემოღობა ტერიტორია და გააშენა მსხალი.

ქალანთარიანის საგვარეულო სასაფლაო
ეკლესიის ეზოს კარიბჭე დღემდე დღემდე იკეტება ქალანთარიანების მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაყენებული ლითონის სამაგრით.
”ხედავთ, რა ისტორიული სამაგრითაა კარი დაკეტილი. ეს არის 1902 წლის, ქალანთარიანთა დროის სამაგრია. ”მრავალი გეოლოგიური მუზეუმი იოცნებებდა ასეთი ნიმუშების ქონის შესახებ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისინი სავსეა”, – აღნიშნა მამა ვრთანესმა და კარი გააღო.

მამა ვრთანეს ბაღალიანი
რუსეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაიბადა 1950 წლის 21 მარტს, თბილისში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლავროვის მამა იყო თბილისელი სომეხი, გვარით ქალანთარიანი. ვაჟმა მოგვიანებით აიღო დედის, ვალერია ბორისოვნა ლავროვას, გვარი.
2005 წლის 17 თებერვალს, როდესაც ლავროვი ეწვია სომხეთს და ერევნის სლავური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, ხომ არ აწუხებს მას მისი სომხური წარმომავლობა.
”ჩემი ფესვები თბილისიდანაა, რადგან მამაჩემი იქიდან არის და ჩემს ძარღვებში სომხური სისხლი მიედინება”, – უპასუხა ლავროვმა.
სერგეი ლავროვი 2004 წლიდან იკავებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

ნახეთ მეტი
Back to top button