პოლიტიკა

არც სომხეთის შეიარაღებულ ძალებს და არც არცახს არ დაურღვევია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი, არ ჩაუდენიათ საომარი დანაშაულები: სოსი თათიკიანი

ამის შესახებ წერს სახელმწიფო ადმინისტრირების სპეციალისტი სოსი თათიკიანი თავის ფეისბუქის გვერდზე.

„ადგლს ვერ ვპოულობ Hard Talk– ის შემდეგ. რამდენიმე პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არც სომხეთის შეიარაღებულ ძალებსდა არც არცახს არ დაურღვევიათ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი, არ ჩაუდენიათ საომარი დანაშაულები. ასეთი ხელწერა  ჩვენთვის არასოდეს ყოფილა ტიპიური. ეს მოპირისპირე მხარისათვის იყო დამახასიათებელი,  დაწყებული სუმგაითისა  და ბაქოს მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტით  1988-1994 წლეებში. ფართომასშტაბიანი ოპერაციების დროს ჩადენილი საომარი დანაშაულები და 2004 წლით დასრულებული, როდესაც  თავი წააჭრეს მძინარე  გურგენ მარგარიანს.  2016 წელს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მოხუცი, ჯარისკაცი, თუნდაც იეზიდი  ჯარისკაცისათვის თავის მოჭრა, 2020 წელს დაბომბილი საბავშვო ბაღი, კოვიდის ნიღბების ქარხანა, საცხოვრებელი სახლები,მრავალათასინი მიტინგი  ტრანსპარანტებით  “სიკვდილი სომხებს”.  რასაკვირველია, საომარი მოქმედებების დროს, ზოგჯერ ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობაც.

ერთადერთი ეპიზოდი, სადაც სომხეთს  ბრალი ედება საომარ დანაშაულობებში არის ხოჯალო, რისთვისაც უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ის იყო ორგანიზებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. რამდენადაც მახსოვს, იმ დროს გაეროში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა კარენ ნაზარიანმა გაავრცელა საფუძვლიანი ცნობა ხოჯალიში მომხდარი მოვლენების რეალურ ხასიათთან  დაკავშირებით. ეს ცნობა  ზეპირად უნდა ვიცოდეთ. სამწუხაროდ, ჩემთან არ არის დაცული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვს“, -წერს თათიკიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button