პოლიტიკა

ბაიდენი თუ ტრამპი? შეერთებულ შტატებში სომხურ საზოგადოებას საერთო პოზიცია არ ექნება

,,1in.am” წერს, რომ ,, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სომხები ერთიან ხმას არ მისცემენ  ერთ ადამიანს. არიან სომხები, რომლებიც არიან რესპუბლიკელები, არიან დემოკრატებიც, არსებობენ დამოუკიდებელი სომხები და ისინი ხმას მისცემენ მრავალი საკითხის ანალიზის შემდეგ. ამის შესახებ ”პირველ საინფორმაციოსთან” საუბრისას განაცხადა ამერიკის სომხური ასამბლეის რეგიონალური ოფისის დირექტორმა არფი ვარდანიანმა.

მხედველობაში ჰქონდა რა დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენის ვიცე პრეზიდენტად დასახელებული ქამალა ჰარისი, ვარდანიანმა აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა პრო-სომხური საქმიანობით და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სომხურ საზოგადოებასთან, ისევე როგორც ჯო ბაიდენს.

”ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს პრობლემები სომხებისთვის. ახლა კი, როდესაც უკვე გამოცხადდა, რომ ის ვიცე-პრეზიდენტი იქნება, მას შეუძლია დიდი აქტივობა მოუტანოს საზოგადოებას”, – აღნიშნა ვარდანიანმა.

რაც შეეხება ტრამპის ხელახალი არჩევის შემთხვევაში სომხურ საკითხებთან დაკავშირებულ ცვლილებას, ვარდანიანმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის დამოკიდებულებაც ასევე შეიცვლება.

”ის მიხვდება, რომ თურქეთი, ერდოღანი, ალიევი არ არიან მისი მეგობრები. და ამრიგად, შეერთებული შტატების ისტორიის უარყოფა მისთვის პატივისცემის მომტანი არ არის”, – აღნიშნა არფი ვარდანიანმა.

ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა იქნას არჩეული, სომხების მიმართ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება.

”დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა სომხეთს, შეიძლება აღიარონ სომეხთა გენოციდიც, უფრო მეტი ყურადღებაა მისაქცევი არცახზე, როგორც აშშ-ის, ასევე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში. ”აზერბაიჯანი უნდა ისჯებოდეს იმისთვის, რასაც აკეთებს სომხეთისა და არცახის მიმართ”, – დაასკვნა არფი ვარდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button