
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 11-დან 13 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების ბატალიონების სარდლებისა და მათი მოადგილეების შეხვედრები, სრ შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ჯგუფის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ტიგრან ფარვანიანის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას აწვდის სრ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
სასარდლო შეკრებების დაწყებამდე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სრ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, რიგ სამხედრო მოსამსახურეებს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის გადაეცათ საუწყებო მედლები და სიგელები.
შეხვედრების ფარგლებში მოეწყო ლექციები, პრაქტიკული, საკონტროლო და სადემონსტრაციო გაკვეთილები.
სამეთაურო შეკრებების მიზანი იყო საოფიცრო შემადგენლობის თეორიული ცოდნისა და მეთოდოლოგიური მომზადების დონის გაძლიერება, აგრეთვე ჯარების სამსახურის ორგანიზების და მათი საბრძოლო მომზადების პროცესის დაგეგმვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.