დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 38 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი

,,Armradio.am” წერს, რომ 17 აგვისტოს დილის 11:00 საათის მდგომარეობით დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 41701 შემთხვევა, რომელთაგან განიკურნა 34655, ხოლო 824 – ფატალურად დასრულდა. ამჟამად 5978 პაციენტი გადის მკურნალობას კორონავირუსის წინააღმდეგ. სულ ჩატარდა 185594 ტესტირება.
ამრიგად, კოროვირუსული დაავადების 38 ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და 71 გამოჯანმრთელდა.
გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, სრ ჯანდაცვის სამინისტრო აცნობებს, რომ პაციენტები იყვნენ 72 (ქალი), 82 (ქალი), 59 (კაცი), 82 (ქალი), 74 (ქალი) და 45 (მამაკაცი) ასაკის. ერთდროულად მათ თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდათ.
წინა დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალა კიდევ ერთი დაავადებით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 244.