პოლიტიკა

თურქეთი – აზერბაიჯანი: შეუმჩნეველი ანშლუზი

,,Lragir.am“ წერს, რომ 6 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბიუჯეტში ხარჯების შემცირების შესახებ ცვლილების შეტანის შემდეგ, მოულოდნელად შეწუხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების AZAL, SOCAR, Azerenerji, Azersu, აზერბაიჯანის რკინიგზების ბედით, რომლებიც მან ზარალიანობაში დააადანაშაულა. ალიევმა გამოაცხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ლიბერალიზაციისა და გაჩერებული საწარმოების პრივატიზების აუცილებლობის შესახებ, ინვესტიციების მოსაზიდად. უფრო მეტიც, შეიქმნა ეროვნული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც პირადად გააკონტროლებს ალიევი.

აზერბაიჯანი და თურქეთი აცხადებენ დე ფაქტო გაერთიანებას. ამ ფონზე, ალიევის განცხადებები სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. ვინ, გარდა თურქეთის, განახორციელებს ინვესტიციებს აზერბაიჯანულ საწარმოებში? და სად, თუ არა აზერბაიჯანში, თურქ ოლიგარქებს შეუძლიათ დამალონ თავიანთი კაპიტალი?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების და საწარმოების პრივატიზაცია აზერბაიჯანს სეიფად გადააქცევს თურქეთისთვის, სადაც ერდოღანს შეუძლია მოგროვილი ქონების გაუკონტროლებლად შენახვა. ამავე დროს, ის ჰპირდება ალიევს დაეხმაროს ხელისუფლების და უშველებელი ქონების შენარჩუნებაში.

აზერბაიჯანში იწყება ტორტის დაყოფა, და თურქეთი ჩქარობს გემრიელი ნაჭრის ხელში ჩაგდებას, ჰპირდება აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებას. ალიევმა უკვე გადასცა ჯარი თურქეთს შესანახად და, როგორც “გირაო”, იგი მზად არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაციისათვის და დაუშვას თურქეთის ხელმძღვანელობის წვდომა  ეროვნულ აქტივებთან.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა გაბილ ჰუსეინლიმ თქვა, რომ მომზადებულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ბაქოსა და ანკარას შორის, მხარეებმა განიხილეს ნახჭევანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხები. მისი თქმით, ეს დოკუმენტები უმაღლეს დონეზე აიყვანს მხარეებს შორის თნამშრომლობას.

”შედეგად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან მჭიდრო იქნება და მოიცავს არამარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკურ თანამშრომლობას. საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა ეტაპზე მხარეები ერთმანეთთან კონსულტაციებს მიიღებენ, ხოლო ორივე მხარის პოზიცია მიიღება მხედველობაში, როდესაც ეძებენ საშუალო გეზს”- განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი აზრით, მინისტრების საპასუხო ვიზიტების დროს დეტალურად განიხილეს ნახჭევანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხები და, სამომავლოდ, სამხედრო ბაზის შექმნა აფშერონის ნახევარკუნძულზე.

თურქეთის მიერ აზერბაიჯანის ანშლუზის პროცესი არ შეიძლება შეუმჩნეველი იყოს დაინტერესებული ქვეყნებისთვის. მაგრამ არსებობს საერთაშორისო ბერკეტები, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესს?

ნახეთ მეტი
Back to top button