მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამხედროები ასტრახანში გაემგზავრნენ

სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო წვრთნებში რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონში. ცნობა გაავრცელა სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეპანიანმა „სპუტნიკი სომხეთთან“ საუბარში და დასძინა, რომ ისინი გუშინ გაემგზავრნენ.

მისივე თქმით, 17-20 აგვისტოს, ასტრახანის რეგიონში, “კაპუსტინ იარის” მე -4 სახელმწიფო ცენტრალურ სამხედრო სკოლაში გაიმართება სპეციალური ვარჯიშები კუხო-ს სწრაფი გამოხმაურების გაერთიანებული ძალების  სამხედრო ტექნიკური უზრუნველყოფის ძალების „ეშელონ 2020“ მონაწილეობით.

”სამხრეთ სამხედრო საოლქო ჯარების ლოჯისტიკის საკითხებში მეთაურის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ ვორონოვის ხელმძღვანელობით სამხედრო მეცადინეობისას დაგეგმილია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო შემადგენლობისა და კუხო-ს გაერთანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფის ერთობლივი მონაწილეობა“, – აღნიშნა სტეფანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button