საერთაშორისო

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბიჭებს არ შეეხონ: გარდაცვლილი ახალგაზრდის სოფელში საპროტესტო აქციაა

კულიკამის მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და მოითხოვა, სანამ ისინი მგლოვიარე არიან მთავრობამ არ ჩაერიოს, მერე კი ისინი მთელი სოფელი წამოვლენ დაკითხვაზე.

ასანიშნავია, რომ სოფლიდან დაახლოებით 40 ახალგაზრდა დაიბარეს დაკითხვაზე.

”ჩემი მოთხოვნაა, რომ ბიჭები არ წაიყვანონ. ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, თუ სხვისი შვილი ამ პროცესს შეეწირება, ჩემს ცხოვრებას აზრი  აღარ  ექნება! ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას ან მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენ ი შევიკრიბეთ, რომ სოფლის ახალგაზრდები არ წაიყვანონ დაკითხვაზე  ჩემი შვილის გარდაცვალების გამო, ისინი არაფერ შუაში არ არიან. მე ასევე ვუთხარი პოლიციას, რომ თუ რომელიმე ბიჭს  ახალციხეში წაიყვანენ  და ციხეში ჩასვამენ, ქალაქის ცენტრში თავს დავიწვავ”, – ამბობს არსენ  მირიანიანი, გარდაცვლილი ვარდ მირიანიანის მამა.

კულიკამის მკვიდრებმა პოლიციას უთხრეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ახალგაზრდების დაკითხვაზე წაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სოფლით მივლენ დაკითხვაზე.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, სოფელ კულიკამის მკვიდრი, 27 წლის ვარდი მირიანიანი, ახალქალაქის ცენტრში კამათის დროს მოკლეს, რის შემდეგაც ახალქალაქში  დაიწყო არეულობა. კულიკამელებმა დაწვეს  მკვლელისა და მისი ნათსავების სახლები, სასტუმრო. ადგილზე მობილიზებულ იქნა სპეციალური ძალები და პოლიციის განყოფილებები.

არტურ გაბრიელიანი დაკავებულია მკვლელობასთან დაკავშირებით, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button