კულტურა

17 აგვისტოს ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი ,,ტიგრანკერტი“ კვლავ უღებს კარს ტურისტებს

,,Armradio.am” წერს, რომ 17 აგვისტოდან ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი ,,ტიგრანკერტი“ კვლავ გახსნის კარს ტურისტებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა ფეისბუქის გვერდზე.

,,ტიგრანაკერტი დააარსა არცახში, სომეხთა მეფე ტიგრან II დიდმა. ეს არის ტიგრანის სახელის მქონე ერთადერთი დასახლება, რომლის ზუსტი ადგილი დაზუსტებით დადგენილია და, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები.

გათხრების შედეგად გაიხსნა ქალაქის ციტადელის კედლების ნაწილი, კედლების კლდოვანი საფუძვლები და ცენტრალური უბნის ბაზილიკის ეკლესიის ნაწილი.

გამოკვლეულ იქნა აგრეთვე ქალაქის მახლობლად არსებული საკულტო-საგამოქვაბულო კომპლექსი, მის ძირში კლდეში გამოჭრილი არხი, ადრეული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე მდინარე ხაჩენაგეტის მარცხენა ნაპირზე. არქეოლოგიურ მუზეუმში ნახავთ ტიგრანაკერტის ბოლო 4 წლის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების განსაზღვრულ ნაწილს, დაახლოებით 200 ნივთს. მუზეუმის სამ დარბაზში ნაჩვენებია ძვ.წ. V საუკუნიდან ჩვ.წ. მე-17 საუკუნეებამდე ისტორიულ პერიოდს მიკუთვნებული მატერიალური კულტურის უნიკალური ობიექტები.

”მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 17 აგვისტოდან სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი ”ტიგრანაკერტი” თავის კარს გახსნის ტურისტებს”, – წერს იგი, ფოტოების განთავსებით.

ნახეთ მეტი
Back to top button