ეკონომიკამთავარი

1991 წლის შემდეგ სომხეთში პირველად დაფიქსირდა მიგრაციის დადებითი სალდო

სომხეთში მიგრაციის სფეროში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული  დადებითი სალდო არ უნდა იქნას აღქმული ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული სალდოს კონტექსტში, რადგან კოვიდ -19 ეპიდემიის გამო, მსოფლიოში სიტუაცია განსხვავებული იყო.

ამის შესახებ Lragir.am-ს განუცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიგრაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელმა ნელი დავთიანმა და დასძინა, რომ ეს სალდო შეიქმნა გლობალური შეზღუდვების ფონზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 1991 წლის შემდეგ, სომხეთში პირველად დაფიქსირდა მიგრაციის დადებითი სალდო. ექსპერტები ამას დადებით ტენდენციად თვლიან.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სულ 670,051 მოქალაქე შემოვიდა სომხეთში, მათგან 377,213, სრ დოკუმენტებით. ამავე პერიოდში, მთლიანი გასვლა იყო 680,734, მათ შორის 352.956, სრ დოკუმენტებით. ზოგადად, სხვაობა შემოსვლასა და გასვლას შორის შეადგენს – 10 683. ამრიგად, გამსვლელების რიცხვი აჭარბებდა შემომსვლელებს. თუ მხოლოდ სრ მოქალაქეების გადაადგილებას განვიხილავთ, განსხვავება დადებითია. ეს ნიშნავს, რომ მეტი სრ მოქალაქე ჩამოვიდა ქვეყანაში, ვიდრე დატოვა ქვეყანა. და ეს განსხვავებაა 24,257.

საუბრისას, შეეხო რა სრ დოკუმენტებით გასულთა რაოდენობას, ნელი დავთიანმა თქვა, რომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს რიცხვი დახურული საზღვრების შემთხვევაში. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ წლის პირველ 2.5 თვეში, 16 მარტამდე, ხალხს შეეძლო ქვეყნის დატოვება.

ნახეთ მეტი
Back to top button