ანალიტიკამთავარი

ალიევი რბილ ბალიშს უდებს თავს ქვეშ, ხოლო თურქეთი თვალს არ აშორებს ბათუმს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები ნორმალურია და  შეშფოთება, რომელსაც  ზოგიერთი ქვეყანა გამოთქვამს, უსაფუძვლოა. ამის შესახებ ალიევმა განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ბაქოში.  თურქეთის თავდაცვის დელეგაცია, მინისტრის მეთაურობით  ბაქოში იმყოფებოდა სამხედრო მეცადინეობების დასასრულის თვალყურის სადევნებლად.

თუ არ არის შეშაშფოთებელი, მაშინ რა საჭიროა  თურქეთის ფორმალური წარმომადგენლობა და თვითოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება. ან რას ნიშნავს „ზოგიერთი ქვეყანა“ და ბოლოს და ბოლოს ამ ზოგიერთ ქვეყნებში სომხეთი შედის თუ არა?

საქმე იმაშია, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ბაქოში ასევე განაცხადა, რომ თურქეთი, სადაც 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აზერბაიჯანს  ყარაბაღის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში მთელი თავისი რესურსით უჭერს მხარსო. ეს რას ნიშნავს? იმას ხომ არ ნიშნავს, რომ  უსაფუძვლობის   შესახებ  ალიევის განცხადებას აქვს  სხვა სარჩულიც  და ითვალსიწინებს, რომ გარდა სომხეთისა და არცახისა სხვას  რაიმე აღსაშფოთებელი საბაბი არ გააჩნიაო.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ალიევის  დაპირებები “განთავისუფლების” შესახებ და პათეტიკური გარანტიები ლოგიკას მოკლებული გახდება.

რა თქმა უნდა, ისინი  ასე თუ ისე  მხედველობაში არ ღებულობენ  სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ  მოცემულ შემთხვევაში სიტყვა ეხება  სხვა რეალობას.  მინდა ვთქვა, რომ ალიევისთვის ცნობილია სხვა ქვეყნებიც, რომლებიც შეწუხებულნი არიან რეგიონში სტაბილურობის დარღვევით და ამ ქვეყნების რიგები არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთით, რომლისთვისაც რეგიონის სტაბილურობას მეტად  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მისი დარღვევა შეიცავს გარკვეულ  რისკებს.

როგორც ჩანს, ალიევს  მეტ-ნაკლებად მხედველობაში აქვს ორი ქვეყანა:  საქართველო და ირანი. რაც არ უნდა მალოს ბაქომ, ირანს და თბილისს, სავარაუდოდ, ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ იმ საშიშროების შესახებ, რომელიც წარმოიშობა აზერბაიჯან-თურქული ძალაუფლების დემონსტრირებით. საქართველოში არიან აზერბაიჯანული ლობირებული წრეები, რომლებიც რბილ ბალიშს  უდებენ თავქვეშ  ქართული საზოგადოების სიფხიზლეს და არწმუნებენ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არა თუ  საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის, არამედ პოტენციური ეკონომიკური პარტნიორები არიან.

სინამდვილეში, ეკონომიკა ანკარასა და ბაქოსათვის მოსახერხებელი იარაღია საქართველოს შთანთქმისათვის  და სრულიად არ ამცირებს ამ ქვეყნის მიმართ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს.  უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა სთხოვა პუტინს შანსი მიეცა აეღო ბათუმი სხვა ტერიტორიების  რუსეთისათვის დათმობის სანაცვლოდ.  თურქეთის მისწრაფება ბათუმისაკენ, რბილად რომ ვთქვათ, ახალი არ არის, მით უმეტეს, მაშინ როცა ანკარა  ცდილობს რუსეთს შესთავაზოს შეთანხმდნენ კავკასიის ახალი დაყოფის ირგვლივ, უდავოდ ანკარას მხედველობაში აქვს ბათუმი.  

ამ შეთანხმებას ამჟამად ბლოკავს სომხეთი, რამაც აჩვენა, რომ კიდევ ერთხელ სომხური ტერიტორიებით თურქეთთან  ვაჭრობას  რუსეთი  ვერ გაასაღებს, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას, თუმცა რუსული პროპაგანდის ზოგიერთი წარმომადგენელი და აგენტი  დღემდე ცდილობს ამის დამტკიცებას.   ასე რომ, თუ რეგიონში არსებობს ერთი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ირანისა და საქართველოს შეშფოთება გაანეიტრალოს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შინაარსი აქვთ, დღეისათვის   არის სომხეთი და არა ალიევი!

ნახეთ მეტი
Back to top button