
ლუქსემბურგში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესია დასრულდა.
საპარლამენტო ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე ასამბლეის დელეგატებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, – წერს parlament.ge
არჩევნებზე გიგი წერეთელმა 120 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. იგი საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ერთი წლით უხელმძღვანელებს.
ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთლის კონკურენტი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი დორის ბარნეტი გახლდათ.