კულტურა

,,დათვების” მღვიმეში ნაპოვნია შუა უძველესი ქვის ხანის იარაღები (ფოტო)

,,ნოვოსტი-არმენია“ წერს, რომ ველური ბუნებისა და კულტურული ღირებულებების დაცვის ფონდის (FPWC) ინიციატივით, ვაიოც ძორის ოლქში არსებულ “დათვების” გამოქვაბულში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ამის შესახებ იტყობინება ველური ბუნებისა და კულტურული ღირებულებების დაცვის ფონდის პრესსამსახური (FPWC).

მუშაობა ხორციელდება ეღეგნაძორის გეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციასთან ერთად.

“პროფესიული ექსპედიციის გათხრების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა პერიოდის ჭურჭელი და ქვის ხელსაწყოები, ხოლო ზედაპირული მასალის წინასწარი შესწავლით დადასტურდა ნეოლითურ-ენეოლითური ხანის ჭურჭლის არსებობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მღვიმე გამოიყენებოდა გაცილებით ადრე (250,000-35,000 წლებიდან), რაც დასტურდება ნაპოვნი რამდენიმე შუა ძველი ქვის ხანის იარაღებით.

”მუშაობის დროს დაფიქსირდა დიდი რაოდენობით ცხოველების ძვლების ნარჩენები, ისევე როგორც საკმაოდ ბევრი ნაცრის ფენა”, – ნათქვამია ფონდში. აღნიშნულია, რომ კვლევები მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button