ეკონომიკა

იზრდება ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში. რომელი ქვეყნები არიან წამყვანი ინვესტორები?

,,ალიქ მედია“ წერს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა 1310,8 მილიონი აშშ დოლარია, რაც 0.3% -ით მეტია, ვიდრე 2018 წელს. 2018 წელს საქართველოში 1306,3 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

2019 წელს საქართველოში ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა გაერთიანებული სამეფოს მიერ – 236,6 მილიონი აშშ დოლარი, რაც საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის 18% -ს შეადგენს.

მას მოსდევს თურქეთი 175,3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, მესამე ადგილზე ირლანდიაა 133.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, ხოლო მეოთხე ადგილზე შეერთებული შტატები, 111,5 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციით.

უცხოური პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა აგრეთვე სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის:

ნიდერლანდები – 100.4 მილიონი აშშ დოლარი

პანამა – 76,8 მილიონი დოლარი

ლუქსემბურგი – 68,8 მილიონი აშშ დოლარი

რუსეთი – 54,5 მილიონი დოლარი

ჩინეთი – 43,7 მილიონი დოლარი

იაპონია – 39,5 მილიონი აშშ დოლარი

სხვა ქვეყნები – 270.4 მილიონი აშშ დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button