საერთაშორისო

ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში

როგორც წერს Lragir.am,  ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დურსუნ ჰასანოვი, აზერბაიჯანის  ელჩი საქართველოში, მისი გადაყენების მიზეზები არ არის ცნობილი.

პრეზიდენტ ალიევის  კიდევ ერთი განკარგულებით, ფაიგ გულიევი დაინიშნა ელჩად საქართველოში. დურსუნ ჰასანოვი, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიას საქართველოში, არის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რამიზ ჰასანოვის ძმა.

გასულ თვეში, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ჯგუფი  “ფინანსური თაღლითობის” საქმეზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქმის ფარგლებში დაკითხული იქნა რამიზ ჰასანოვიც.

ნახეთ მეტი
Back to top button