პოლიტიკა

კუხო ცდილობს სახის გადარჩენას. ტავუშის ბრძოლების შემდეგ კავკასიაში სამხედრო წვრთნები ჩატარდა

,,1in.am” წერს, რომ კუხო- ს წევრი სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი 17-20 აგვისტოს სამხედრო წვრთნებს გამართავს. წვრთნები ჩატარდება ასტრახანში, რომელსაც სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე ვიქტორ ვორონოვი ხელმძღვანელობს. წვრთნების მიზანია სამხედროებს შესაძლებლობა მიეცეთ  შეიმუშაონ ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროა კავკასიის რეგიონში სასაზღვრო კონფლიქტის ერთობლივი ლოკალიზაციისთვის.

ამ თემაზე ,,პირველ საინფორმაციოს“-ს  ესაუბრა სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი, მჰერ ჰაკობიანი.

შეეხო რა ტავუშის სექტორში ივლისის სასაზღვრო ესკალაციის შემდეგ ამ სამხედრო წვრთნების ჩატარებას და იმ ფაქტს, რომ ამ სამხედრო წვრთნებს აქვს სომხეთთან დაკავშირებული კონტექსტი, მჰერ ჰაკობიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ორი დონე აქვს: პოლიტიკური და სამხედრო.

”პირველ რიგში, სამხედრო წვრთნების შესახებ ცნობილია, რომ კუხო-ს წევრი სახელმწიფოები ყოველთვის ატარებდნენ ასეთ სამხედრო წვრთნებს, უფრო მეტიც, აგვისტოს დღეებში, და ისინი ჩვეულებრივ ხდება ასტრახანის სამხედრო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფები, და ხშირად ჩვენები ბრწყინვალე შედეგებს უჩვენებენ. ამ წვრთნების ოფიციალური მიზანია ლოგისტიკის საკითხების მოგვარება კავკასიის რეგიონში სასაზღვრო კონფლიქტის ერთობლივი ლოკალიზაციის დროს. ეჭვგარეშეა, რომ ზოგადად ძალებს შორის თანამშრომლობის პრობლემა არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური კომპონენტია. და პოლიტიკური კომპონენტი არის ის, რომ ტავუშში გამართული ბრძოლების შემდეგ, რუსული მხარე და კუხო, პასიურობის შედეგად კარგავს რა სახეს, ახლა ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია და შეახსენოს მათ შესახებ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ჟესტია. ანალიტიკოსებისთვის, ეს არსებითად, არც თუ იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი  “ჟესტი”არ არის, რადგან მინიმუმ ორჯერ, 2016 წლის აპრილში და ახლა უკვე 2020 წლის ივლისში (მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მრავალჯერ) ჩვენ ვნახეთ კუხო-ს პასიურობა. ასეთი მაღალი მიზნების მქონე ორგანიზაციისთვის, თავის სტრატეგიულ მოკავშირესთვის დახმარების არ გაწევა, თუნდაც სამხედრო ან პოლიტიკური განცხადებების დონეზე, ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად ილახება. ”ამიტომ, პოლიტიკური გაგებით, ახლა კუხო ცდილობს სახის გადარჩენას”, – განაცხადა მჰერ ჰაკობიანმა.

რაც შეეხება კითხვას, პოლიტიკურ კონტექსტში, ეს ვარჯიშები შეიძლება მივიჩნიოთ  თურქეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, როგორც მესიჯი, რომელიც მიმართულია ოფიციალური ანკარასთვის, სხვადასხვა საკითხებზე რუსეთ-თურქეთის დაძაბული  ურთიერთობების გათვალისწინებით, ანალიტიკოსი თვლის, რომ ერთმნიშვნელოვნად თურქეთზე მიმართული ეს გზავნილი არსებობს.

”რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები უკიდურესად რთულია და ისინი გლობალური სტრატეგიული კონკურენციის ხასიათისაა, მაგრამ ამავე დროს ისინი შეიცავენ გარკვეულ ტაქტიკურ სამოკავშირეო ელემენტებს. ეს ორი ქვეყანა მუდმივად იყოფა სტრატეგიული კონკურენციის საჭიროების შენარჩუნებასა და  სტრატეგიული თანამშრომლობის მოკლევადიან მომგებიანობას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრატეგიულად, თურქეთი და რუსეთი არიან გლობალური მოწინააღმდეგეები შავი ზღვის რეგიონში, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიაში, შუა აღმოსავლეთში და ლიბიაში, მაგრამ ტაქტიკურ დონეზე ისინი ხშირად ვერ უძლებენ ცდუნებას და თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხის გარშემო. ერდოღანის ანტიდასავლური ქცევის ფონზე, რუსეთს, რა თქმა უნდა, აწყობს თურქეთთან გარკვეული თანამშრომლობა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ნიშნავს გარკვეულ გაყოფას ნატოს საზღვრებში, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთის, სირიის და სხვა გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხებში, მაშინ რუსეთი და თურქეთი ღიად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ”მაგალითად, ცნობილი S-400- ის გარიგება ამის ნათელი მაგალითია”, – აღნიშნა მჰერ ჰაკობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button