საერთაშორისო

რუსეთი იწყებს ზედა ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციას

როგორც Arminfo.info წერს, საქართველოს საზღვარზე ზედა  ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია დასრულდება 2023 წლისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ექსპორტის ეროვნული პროექტის ფარგლებში. 2021 წელს  გამშვები პუნქტის მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა თითქმის 2 მილიარდი რუბლი. “სამუშაოები  ზედა  ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციაზე პროექტირებისა და შეფასების ეტაპზეა, რომელიც უნდა დასრულდეს სექტემბერში. სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2021 წელს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლისთვის 1,9 მილიარდი რუბლი უნდა გამოიყოს”, – ამის შესახებ  განუცხადეს  ТАСС- ს რეგიონალური გზების მართვის კომიტეტის პრესსამსახურში, სადაც აღინიშნა, რომ  ამ სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის. ამჟამად საგუშაგო მუშაობს უკიდურესად ინტენსიურ რეჟიმში –   დღეში დაახლოებით 4 ათასი ადამიანის გაშვების რეჟიმში, მაშინ როცა საზღვრის გადალახვა  13 ათასზე მეტ ადამიანს უწევს.  სამგზავრო მანქანების ფაქტიური გაშვების რიცხვი  15-ჯერ მეტია, ვიდრე ეს  გათვალსიწინებულია გეგმიურად,  ხოლო სატვირთო მანქანებისთვის – სამჯერ. რეკონსტრუქციის გარდა, აუცილებელია ახალი ინსპექტირებისა და შემოწმების კომპლექსის აშენება და გზის გაფართოება  ორიდან ოთხ ზოლამდე, რათა განაწილდეს მოძრაობა ნაკადის ტიპის მიხედვით. ”საუკეთესო მეთოდია   „კონტროლის ელექტრონული ტალონის“  სისტემის დანერგვა, ასევე საგუშაგოს წინ კომფორტული მოსაცდელი  ადგილის შექმნა ელექტრონული რიგის სისტემის დანერგვით.” – განმარტა პრესსამსახურმა და  დაუმატა, რომ ეს ხელს შეუწყობს საზღვარზე საცობების თავიდან აცილებას.  ”ყაზბეგი – ზემო ლარსი”  ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ნახეთ მეტი
Back to top button