მთავარიპოლიტიკა

აზიის განვითარების ბანკი 2 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს სომხეთს კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 2 მილიონი აშშ დოლარი გრანტი აზია-წყნარი ოკეანის კატასტროფებზე  რეაგირების ფონდიდან (APDRF), რათა დაეხმაროს სომხეთს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც “არმენპერსი” იტყობინება,  იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული გრანტი გამოყენებული იქნება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და ტესტირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. თანხები ასევე ხელს შეუწყობს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და მარაგების შეძენის დაფინანსებას მკურნალობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

”აზიის განვითარების ბანკს  გამიზნული აქვს დაეხმაროს სომხეთს ამ რთულ პერიოდში. ეს დახმარება ხელს შეუწყობს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას  მთავრობის რეაგირების გეგმის შესაბამისად.  ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან და განვითარების სხვა პარტნიორებთან COVID-19   წინააღმდეგ საბრძოლველად”, – თქვა პაოლო სპანტიგატმა,  ბანკის  სომხეთის ოფისის  დირექტორმა.

ნახეთ მეტი
Back to top button