
არცახის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ტიგრან აბრაამიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა.
”სომხეთის შეიარაღებული ძალები საზღვარზე მდებარე გამაგრების ინფრასტრუქტურაში ინჟინერულ შემოწმებებს ატარებენ, ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს ახდენენ სხვადასხვა ობიექტებში, რაც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ სხვადასხვა სიტუაციებში უფრო ეფექტურად ბრძოლის წარმართვისა, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო მორიგეობის განმახორციელებელი შემადგენლობის უსაფრთხოებას.
თანამედროვე ომები მუდმივად ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებიც უნდა იქნას შესწავლილი დროულად და შემოთავაზებული იქნას სიტუაციის შესაფერისი გადაწყვეტილებები”, – წერს ის.