პოლიტიკა

თურქული საბჭო არის ნაბიჯი დიდი თურანის გზაზე

,,Lragir.am“ წერს, რომ ბოლო დროს, ერდოღანის აგრესიული პოლიტიკა აისახა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. 2009 წელს თურქეთის ძალისხმევით შეიქმნა თურქულენოვანი საბჭო ან თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო, რომელიც აერთიანებს აზიის თანამედროვე თურქულ სახელმწიფოებს. თურქული საბჭოს შექმნის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მიზანია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება ერთობლივი ძალისხმევით, ისევე როგორც “საერთო სტრუქტურის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს უწყობს სახელმწიფოების და ხალხების კეთილმეზობლობის უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენას”.

მაგრამ, თურქული საბჭოს შექმნა სხვა მიზნებს ემსახურება. თურქეთი, რომელიც ამ ორგანიზაციაში დომინირებს, ავრცელებს პან-თურქიზმის იდეოლოგიას. რუკის დათვალიერებისას ცხადი ხდება, რომ ამ პროგრამის გაფართოების მთავარ წინააღმდეგობას წარმოადგენს საქართველო და სომხეთი. ამასთან, თუ ამჟამად თურქეთ-აზერბაიჯანული ტანდემი ცდილობს საქართველოს განეიტრალებას ამ ქვეყანაში თურქული მოსახლეობის თანდათან გაზრდის გზით, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებით, მაშინ სომხეთის შემთხვევაში ეს უძლურია, სწორედ ამიტომ ცდილობს სომხეთთან სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ბერკეტების გამოყენებით, ანკარა ცდილობს აზიის თურქულენოვანი ხალხების რბილი ასიმილაციის განხორციელებას, ცდილობს მათ გაერთიანებას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან დამკვირვებლების მოზიდვით, რეალობად აქციოს დიდი თურანის ოცნება. ამ გზაზე ერთ – ერთი ნაბიჯი არის თურქული საბჭოს შექმნა.
ამასთან, აუცილებელია იმის გაგება, თუ რა საფრთხე ემუქრება ამ ქვეყნებს დიდი თურანის პროექტიდან ․ თუ ის განხორციელდება, აზიის თურქული ქვეყნები სამუდამოდ დაკარგავენ სახელმწიფოებრიობას და შეიძლება გაქრნენ რუქიდან თურქული ნახევარმთვარის დროშის ქვეშ.

ნახეთ მეტი
Back to top button