კულტურამთავარი

ნიკოლ დუმანის სახლ-მუზეუმში მე და ქალბატონი ვალია ვაცხობთ „ჟენგიალოვ ჰაც“-ს: ანა ჰაკობიანი

სომხეთის პრემიერ- მინისტრის მეუღლემ  ანა ჰაკობიანმა „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტოები, სადაც წერს:

”მე და ქალბატონი ვალია  „ჟენგიალოვ ჰაც“-ს  (პური ფხალეულით. რედ.)  ვაცხობთ  ნიკოლ დუმანის სახლ-მუზეუმში.

შეუძლებელია ჩამოხვიდეთ არცახში  და არ დააგემოვნოთ  „ჟენგიალოვ ჰაც“-ი  25 სახის ფხალეულისაგან  დამზადებული პური არის მეტად  არომატული,  სამზარეულოს განძი, ადგილობრივებისა და ტურისტების ყველაზე საყვარელი კერძი.

სხვათა შორის, „ჟენგიალოვ ჰაც“-მა უკვე რეკორდები დაამყარა. 2018 წლის ნოემბერში ყველაზე გრძელი „ჟენგიალოვ ჰაც“-ი დამზადდა ჰადრუთში.

1 საათსა და 30 წუთში, არცახელმა დიასახლისებმა გააკეთეს პური, წონით 20 კგ 885 გრამი, 2 მეტრი 83 სმ სიგრძითა და 71 სმ სიგანით.

რეკორდი დარეგისტრირდა “სომეხ გოლიათთა  წიგნში”.

ნახეთ მეტი
Back to top button