საზოგადოება

საუკეთესო სტუდენტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნინოწმინდის სოფელ დილიფიდან

როგორც jnews. ge წერს,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის მკვიდრმა მნაცაკან მარქარიანმა  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, მიიღო სტიპენდია, როგორც საუკეთესო სტუდენტმა დიასპორიდან.

სტიპენდია გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო კანდიდატებს ასახელებს ფაკულტეტი. სტიპენდიის ცერემონიალზე საპატიო სტუმრებს შორის იყო სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, რომელმაც  პირადად გადასცა სტიპენდიის სერტიფიკატი მნაცაკან მარგარიანს.

როგორც მნაცაკანმა  თქვა, ამ სტიპენდიის მიღწევა ძალიან რთული იყო. სკოლის წლებიდან იგი შრომობდა და იმავე ტემპით განაგრძო სწავლა ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად, იგი 8 თვეა მუშაობს SoftConstruct– ის განვითარების ოფისში, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.

ნახეთ მეტი
Back to top button