საერთაშორისო
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1361 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1098 განიკურნა, 17 კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7 235 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.