მთავარისაზოგადოება

შეიქმნა შესაძლებლობა, რომ სომხეთში ჩასული ტურისტი COVID-19-ის ტესტზე პასუხს 6 საათში მიიღებს

სომხეთის რესპუბლიკაში ჩასულ  მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ კორონავირუსის ტესტი და მიიღონ პასუხი 6 საათში. როგორც “არმენპრეს” -ს “ტურიზმის სომხეთის” ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფიდან განუცხადეს, ასოციაციასა და   “პრომ-ტესტის” ლაბორატორიებს  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის თანახმად, ტესტის აღება  განხორციელდება ტურისტის თვითიზოლაციის ადგილზე,  პასუხი ავტომატურად გადაიგზავნება  ტურისტის ელექტრონულ ფოსტაზე, ”სერვისის მომხმარებლებს ექნებათ ფასდაკლება  50%-ის ოდენობით,  შეღავათები დაწესდება ტურისტების თანმხლებ და მომსახურე პერსონალისათვის.  

ამის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ასოციაცია “ტურიზმ არმენია”-ს  პრეზიდენტმა სუზანა აზოიანმა და “პრომ- ტესტის” ლაბორატორიების ქსელის აპარატის ხელმძღვანელმა სევადა  გინოიანმა.

”ჭკვიანი და სისტემაში მოყვანილი  მუშაობის შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი გაიმარჯვებს ტურიზმისათვის  ამ უპრეცედენტო გამოწვევაში.  იმისდა მიუხედავად, თუ როდის გვექნება პირველი ტურისტული ნაკადები, გვსურს ვიყოთ მზად და დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ  კერძო სექტორის B2B მუშაობისთვის”, – თქვა “ტურიზმ არმენია”-ს  პრეზიდენტმა სუზანა აზოიანმა

ლაბორატორია გვაწვდის სომხეთში COVID-19-ზე  ჩატარებული ტესტის  შედეგებს ყველაზე სწრაფ დროში – 6 საათში. კომენდანტის  მითითებებით განხორციელებული გარე კონტროლის შედეგად აღირიცხა, რომ ლაბორატორია 100%-ით შეესაბამება მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის პირობების  შემსუბუქების ამ ეტაპზე, სომხეთის  იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სომხეთში ჩამოსულებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი თვითიზოლაცია, რომლის ვადაც  შეიძლება შემცირდეს ტესტის უარყოფითი პასუხის პირობებში.  

ნახეთ მეტი
Back to top button