მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პან-თურქისტები: ”მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მისი დასასრული მოახლოებულია”

როგორც „infoteka.ru“ წერს, ომის დროს აზერბაიჯანელთა მადა იზრდება. ამავე დროს, ყოველ მომდევნო განცხადებაში იზრდება  სიგიჟის ხარისხიც, რაც მათი  სახელმწიფოებრივი განათლებიდან  გამომდინარეობს.

ამჯერად  სცენაზე გამოვიდა  აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია “თურანი”, რომელმაც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა რუსეთის მუსლიმ ხალხისადმი – მეტად  გასართობი ფორმულირებით.

ამ სიტყვის აზრობრივი  და ლიტერატურული ღირებულების სრულყოფილი გადაცემისთვის, მის ტექსტს სრულად წარმოგიდგენთ. დასკვნებს მკითხველს ვუტოვებთ:

”პარტია „თურანის“ მიმართვა თურქულ ერს, მუსულმან ხალს, რომლებიც ცხოვრობენ იმპერიაში,  ეგრეთწოდებულ რუსეთში:

ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენ ვიცით, რომ დღეს რუსეთის დიდი ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულ ეროვნულ თურქულ სამშობლოს. ჩვენს თანამედროვე სამყაროში ყველამ კარგად ვიცით, რო მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმ იმპერიაში, რომელსაც რუსეთს უწოდებენ, მრავალკონფესიური თურქული წარმოშობისაა. ძვირფასო თანამემამულენო! რუსეთის ცენტრალური შოვინისტური იმპერია, რომელიც ცხოვრობს თქვენს გადასახადებზე და იყენებს თქვენს მიწისქვეშა რესურსებს, გაერთიანებულია სომხებთან და ერთობლივად აწარმოებენ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციას. დღეს სომხები, თურქთა მტრები, მოსკოვთან ერთად ღვრიან აზერბაიჯანელ თურქთა სისხლს. საყვარელო  თურქი ხალხის შვილებო, რომლებიც ცხოვრობთ  ისტორიულ თურქულ მიწებზე,  რომელსაც რუსეთს უწოდებენ,  ჩვენო მაჰმადიანი ძმებო:   საკელებო, ტუველებო, ჰაკასელებო, ალტაელებო, ბურიატებო, მარდივინებო, უდმურტებო,  ნორაიებო, ყარაჩაელებო, ბალყარებო, კუმუკებო, ლეკებო, ავარებო,  დარგინებო, ჩეჩნებო, კალმიკებო, ინგუშებო, ოსებო, ჩუვაშებო, ბაშკირებო, თათრებო, დღეს თქვენ თქვენი სიტყვა უნდა თქვათ, დროა შევაჩეროთ მოსკოვი.  ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქმედებები შეაჩერებს  მოსკოვის მისწრაფებას სომეხი ტერორისტებისაკენ.

თუ ეს მოხდება, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მისი დასასრული მოახლოვდა. თქვენ შეგიძლიათ მოსკოვის დაჩოქება!

თენგრი, დალოცე  თურქები !

ნახეთ მეტი
Back to top button