პოლიტიკა

არცახი მზად არის, ყველაზე გადამწყვეტი გზით თავიდან აიცილოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე․ საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,News.am” წერს, რომ არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით.
”აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტართან დაკავშირებით, რომელშიც კეთდება  არცახის პრეზიდენტის არაიკ ჰარუთიუნიანის სიტყვების დამახინჯების მცდელობა, მათი ამოღებით ზოგადი კონტექსტიდან, საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ შემდეგი.

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სტეფანკერტისა და არცახის სხვა დასახლებების დაბომბვის მუქარები, რომელთა შესახებ  რეგულარულად აჟღერებს  აზერბაიჯანული მხარე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, დაუშვებელია. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დარტყმა მიიტანოს არცახის ნებისმიერ სამიზნეზე. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა თავის დროს დაავალა სარაკეტო-საარტილერიო ძალებს, რომ “მოემზადონ გამანადგურებელი დარტყმის განსახორციელებლად” სტეფანაკერტისა და არცახის სხვა ქალაქების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამგვარ მუქარას ამართლებდა იმით, რომ თითქოს არცახში “არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობა, მხოლოდ სამხედრო პერსონალი და მინდვრებია”.

აზერბაიჯანი ცდილობს დაშინების და ტერორის საფუძველზე დამალოს თავისი აგრესიული პოლიტიკა,  ფაქტების გაყალბებით და საერთაშორისო საზოგადოების მიზანმიმართული დეზინფორმაციით, სომხურ მხარეებს მიაწეროს საკუთარი ნაბიჯები და მოტივები. არც ერევანი, არც სტეფანკერტი, არამედ სწორედ ბაქო იმუქრება რეგულარულად  სომხეთისა და არცახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ობიექტების და დასახლების განადგურებით. სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე, ერევანსა და სტეფანკერტზე სარაკეტო იერიშების მიტანის შესახებ ოფიციალური განცხადებით, ისევე როგორც მრავალრიცხოვანი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებით აზერბაიჯანი აჩვენებს, რომ იგი არ ერიდება ტერორისტული მეთოდების, როგორც მისი სახელმწიფო პოლიტიკის, გამოყენებას.

არცახის რესპუბლიკა მზადაა ყველაზე გადამჭრელი გზით ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ნებისმიერ მცდელობებს. ქალაქ განძაკის სამხედრო აეროპორტი და ნებისმიერი სხვა სამხედრო ობიექტი, რომლებსაც აზერბაიჯანული მხარე შეეცდება გამოიყენოს არცახის დასახლებებზე თავდასხმისთვის, გახდება არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის კანონიერი სამიზნე. არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება არის გაფრთხილება მუქარისა და ტერორიზმის საშუალებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობის უპერსპექტივობის შესახებ. აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. მორიგი ომის პროვოცირების მცდელობები ტრაგიკულ შედეგებს მოუტანს მთელს რეგიონს”, – ნათქვამია არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ნახეთ მეტი
Back to top button