საერთაშორისო

გენერალი ბენ ჰოჯესი GNCC-ს: პატივი ეცით საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პროექტის შემთხვევაში დაუშვა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიაში დაუშვა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოვუწოდებ პრიორიტეტი მიანიჭოს იმას, რაც საქართველოსთვის საუკეთესოა და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან.” – დაწერა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button