ევროკავშირი ამზადებს სანქციებს თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში

,,Ermenihaber.am” წერს, რომ საბერძნეთის რესპუბლიკამ და კვიპროსის რესპუბლიკამ მოუწოდეს ევროკავშირს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა კვიპროსელ კოლეგას ნიკოს ანასტასიადისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლო კრისტოდულიდისთან ნიქოზიაში შეხვედრისას შეეხო რა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ქმედებებს, განუცხადა:
”თურქეთის მზარდი აგრესია ხმელთაშუა ზღვაში მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს”.
დენდიასის თქმით, ისინი დაესწრებიან ამ დღეებში მოსალოდდნელ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას ბერლინში, სადაც განიხილება თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ჩამონათვალი, რომელსაც წარუდგენს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უფლება მისცეს ჯოზეფ ბორელს, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად. თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ სანქციებსაც, ბორელი წარმოგიდგენთ 27-28 აგვისტოს ბერლინში მოსალოდნელ შეხვედრაზე. მაგრამ, სანქციები იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ დაამტკიცებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.