საზოგადოება

ერევანში პირველად იღებს სტარტს გლობალური ტექნოლოგიური მედია კომპანია ,,One Planet Group“

,,1in.am“ წერს, რომ კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და მედია კომპანია  One Planet Group- ი თანამედროვე განახლების სამუშაოების შემდეგ ხსნის მისი One Planet Studios ფილიალის ახალი მსოფლიო ოფისის კარებს, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ, პროდუქტის დამუშავების და დაპროექტების მომსახურებას ბიზნეს ცენტრ ,,ერევან პლაზა“-ში, შემდეგ მისამართზე: წმინდა გრიგორ ლუსავარიჩ 9.

პროგრესულ და ინოვაციურ კომპანიაში ამჟამად დაკომპლექტებულია 36 სომეხი ინჟინერი, მწერალი, დიზაინერი, სპეციალისტი, რომელთაგან 20 ქალია. კომპანია “ერთი პლანეტა” იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბოლოს მისი პერსონალი შეივსება  კიდევ 30 თანამშრომლით.

”ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ სომხეთში ყოფნით. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ ჩვენი პერსონალის ბაზა,-აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაიამ ზამანიმ. სომხეთი სამყაროში გამოდის დიდი ტექნოლოგიური პოტენციალით, და აქ ცხოვრობენ განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანები. ჩვენ მივიღეთ თბილი მიღება და აქამდე უნიკალური გამოცდილება გვქონდა ერევანში. ნიჭიერი ადამიანების ბრწყინვალე იდეების წყალობით, რომლებიც უკვე ჩვენი გუნდის წევრები არიან, ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით ბევრი ტექნიკური პროექტის დასრულება”.
ოფისის ხელმძღვანელია სერიული მეწარმე, იურისტი ედუარდ მანასიანი, რომელმაც დაარსდა მრავალი სტარტაპ კომპანია და იყო პროგრამული უზრუნველყოფის ფირმის შპს “ვები ჰაბი” -ს აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიამ “ერთი პლანეტა” ადრიდანვე შეამჩნია სომხეთში არსებული ინოვაციური პოტენციალი”, – აღნიშნა სომხეთში “ერთი პლანეტა სტუდიოს” გენერალურმა მენეჯერმა, ბატონმა მანასიანმა. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთი პლანეტის ჯგუფის მამოძრავებელი ძალა ვიქნებით მას შემდეგ, რაც სომხეთში ოფიციალური წარმომადგენლობითი ოფისი გვექნება”.

კომპანია ”ერთი პლანეტა“ შეიქმნა არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით”, – თქვა ზამანმა. ”ჩვენი მიზანია რამდენიმე გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიებით”.
კომპანია ,,ერთი პლანეტა“ პარტნიორობს განვითარების ცენტრ ,,აღუნკ“-თან, ახალგაზრდებისთვის გრძელვადიანი უფასო ტექნიკური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით. კომპანია “ერთი პლანეტის” უფროსი ტექნიკური პერსონალის შეთავაზებით, მოსალოდნელია 12-15 წლის მოზარდებისთვის კურსების ჩატარება. ახალგაზრდებს შესთავაზებენ კარგად დაპროექტებულ კურსებს, თავიანთი პროფესიული უნარების შემდგომი განვითარებისთვის მათი სწავლებისათვის.

კომპანია ერთი პლანეტა-ს  შესახებ
One Planet Group არის ჰიბრიდული ტექნოლოგიების და მედია კომპანია, რომლის სათაო ოფისი კალიფორნიაშია. ის წარმოადგენს და მუშაობს როგორც ონლაინ ტექნოლოგიებისა და მედია ბიზნესის მფლობელი, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების და ბიზნეს სფეროს ადრეულ ეტაპზე ინვესტორი,  აგრეთვე მოქმედებს როგორც საწყისი ბიზნეს-ინკუბატორი.
კომპანია ,,ერთი პლანეტა“ სერიოზულად უდგება მის სოციალურ გავლენას, რადგან იგი ექსპლუატაციას უწევს მრავალ სრულყოფილად მართვად ტექნოლოგიურ საწარმოს, მხარს უჭერს დამწყებ ორგანიზაციებს, ეხმარება იდეების განხორციელებაში და კომპანიებსაც მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ კაცობრიობის წინსვლის საქმეში. კომპანია თავისი წლიური მოგების 20% -ს ქველმოქმედებას უთმობს.
“ერთი პლანეტის” სავაჭრო ნიშნების რიცხვშია “Buyerlink”, “Contractors.com”, “California.com” და ‹‹Quite Remarkable››, ხოლო მისი რამდენიმე ინვესტიცია მოიცავს “RealReal”, “SoulPancake”, “Volansi”, “Ironclad”. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.OnePlanetGroup.com ან გვიხილეთ ტვიტერში @OnePlanetOps.

ნახეთ მეტი
Back to top button