მომავალი ომები. არწრუნ ჰოვჰანნისიანი წარმოგიდგენთ, როგორი შეიძლება იყონ ისინი

სამხედრო ექსპერტმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ,,სპუტნიკი-სომხეთ“-თან ისაუბრა ახლო მომავალში ომების გატარების მეთოდოლოგიაზე, საომარ მოქმედებებში ჩართული ახალი ტექნოლოგიების შესახებ, კერძოდ, მართვადი უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენების შესახებ.
ქსელ-პლატფორმა-ცენტრული ომების კონცეფციაში, შეერთებულ შტატებში უპილოტო საჰაერო აპარატებს მიეცათ კონცეფტუალური სახელწოდება “საჰაერო იერიშების შედეგი”. მომავალი ომები ასეთი იქნება, და ეს მომავალი შორს არ არის. ,,სპუტნიკი-სომხეთ“-თან ეთერში ასეთი მოსაზრება გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა. ”მარტივად რომ ვთქვათ, დიდი თვითმფრინავიდან გამოშვებული უპილოტო მფრინავი აპარატი თავის მხრივ ისევ გამოუშვებს უპილოტო მფრინავ აპარატს, ჭურვსატყორცნიდან გასროლილი ჭურვი, გემიდან გასროლილი რაკეტა და მრავალი სხვა მოიერიშე მოწყობილობა ერთმანეთს დაუკავშირდება ქსელის საშუალებით, ხოლო მეთაური ამას ყველაფერს ინტერნეტში ნახავს ონლაინ 3D განზომილებაში”, – აღნიშნა მან.
ჰოვჰანნისიანის თქმით, ომების ბუნება რადიკალურად შეიცვალა 1991 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ს სამხედროებმა რევოლუცია მოახდინეს სპარსეთის ყურის ომის დროს, მაგრამ რადგან ეს იყო პირველი მასშტაბური სტრატეგიული ან ოპერაციული მანიფესტაცია, ის სწრაფად განვითარდა 2000-იან წლებში, ერაყში, იუგოსლავიაში, დღეს ეს სირიაში ვლინდება. აშშ-ს ლიდერობის შემდეგ, ამ კონცეფციას დროთა განმავლობაში შეუერთდნენ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთი, რომელიც მას სირიაში იყენებს სხვადასხვა მასშტაბებში.
” ტაქტიკური კონცეფციის ადგილობრივი, უფრო მცირე მასშტაბით გამოყენება, ექსპერიმენტულ ფორმაშიც კი, ვნახეთ 2016 წლის ოთხდღიან ომში და ტავუშში ჩატარებული ბოლოდროინდელი მოქმედებების დროს. მისი მოცულობისა და სიღრმისეული თვალსაზრისით მას არ გააჩნდა ყველაზე მოწინავე დონე, მაგრამ მან ახლო გამოვლინებები დააფიქსირა. მაგალითად, აზერბაიჯანმა ტავუშში გამოიყენა უპილოტო მფრინავი აპარატები, რომელსაც სხვა, უფრო დიდი უპილოტო მფრინავი აპარატები მართავდნენ, მოქმედებდნენ როგორც მართვის ცენტრი, რომელიც ჩვენ ჩამოვაგდეთ. ”ეს იყო ქსელ–პლატფორმა-ცენტრული ომების ერთ – ერთი მიკრომაგალითი”, – აღნიშნავს ექსპერტი.
არწრუნ ჰოვჰანნისიანის თქმით, სომხეთის სამხედრო-ინდუსტრიულმა კომპლექსმა 2020 წელსაც აჩვენა, რომ მას აქვს გარკვეული ნიმუშები, რომელთა გამოყენებასაც ის ცდილობს, და უკვე რამდენიმე წელია, რაც თს არმენაკ ხამფერიანცის სახ. სამხედრო საავიაციო უნივერსიტეტში მომზადებას გადიან უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენების სპეციალისტ-ოპერატორები.
ექსპერტის აზრით, თუ ომების ბუნება და შინაარსი სწრაფად იცვლება, მაშინ ძნელია იმის პროგნოზირება, რომ მსოფლიოში ახლო მომავალში მოხდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები. ეკონომიკა და პოლიტიკა ამ მხრივ ცოტა განსხვავებულად სუნთქავს, მაგრამ ადგილობრივი კონფლიქტების შემთხვევაში, მაგალითად სირიაში ან ლიბიაში, ჩვენ დავინახავთ მცირე მასშტაბის ტაქტიკის გამოყენებას, როგორც მოცულობის, ისე ოპერაციების ფრონტის, ასევე სამხედრო აღჭურვილობისა და ძალების რაოდენობის თვალსაზრისით.