საზოგადოება

პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი ანტალიაში მოკლეს

,,ნიუპოსტსი” წერს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი დღეს ანტალიაში მოკლეს.

წარმოშობით დმანისელი სალიფოვი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა კრიმინალურ სამყაროში „ გულის“ მეტსახელით იყო ცნობილი.

47 წლის სალიფოვი​ სასტუმროში დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

“კანონიერი ქურდია” მოკლულის ძმაც. ძმები სალიფოვების დაჯგუფებას საკუთარი გავლენები აქვს საქართველოშიც.

“გულის” უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი ელშან მამედოვი 2017 წელს თბილისში, აბანოთუბანში მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, დღევანდელი მკვლელობა სწორედ ამ ამბის გაგრძელებაა. გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც შემკვეთად ასევე ქართველ “კანონიერ ქურდს” შაქრო კალაშოვს განიხილავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button