საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1370 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ჯამში 1108-ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278 პაციენტი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  

ნახეთ მეტი
Back to top button