საერთაშორისო

საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში: ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს სამაგალითო ქვეყანას უწოდა არა მხოლოდ კოროვირუსის, არამედ C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ  მან საქართველოს  მუდმივ წარმომადგენელ ალექსანდრე მაისურაძესთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. ცნობას ავრცელებს  საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია.

გასულ წელს, პირველად, საქართველომ მიიღო სამაგალითო ქვეყნის სტატუსი C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის თანახმად, 10-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ კომპანია Gilead Sciences- ით, რომელიც ქვეყანას ძვირადღირებულ წამლებს, კერძოდ,  “სოვალდს” აწვდის.

2015 წლის მონაცემებით, ქართველთა თითქმის 8% იყო C ჰეპატიტის მატარებელი, მკურნალობას 150 ათასი ადამიანი გადიოდა. დღემდე, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40% სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით,  C ჰეპატიტის დაძლევა მოახერხა პაციენტთა 98%-მა.

ნახეთ მეტი
Back to top button