მთავარისაერთაშორისო

ტესტირება ჩაუტარდებათ სასტუმროების, კაფეების და კლუბების თანამშრომლებს

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააძლიეროს კორონავირუსის ტესტირება ტურისტულ მიმართულებებში. ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ სასტუმროების, კაფეების, ბარებისა და კლუბების თანამშრომლებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსი აღმოაჩინეს ქობულეთში, “ჰავანას” კაფე-ბარის თანამშრომლებს შორის.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია ორი კარვის მოწყობა ბათუმის პარკში, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ნებაყოფლობითი კორონავირუსის ტესტის გავლა.

ნახეთ მეტი
Back to top button