საერთაშორისო

აზერბაიჯანის მთავარი კანონიერი ქურდის მკვლელობის შემდეგ კრიმინალური სამყარო ომისთვის ემზადება

სვერდლოვსკის რეგიონის კრიმინალური სამყარო ომისთვის ემზადება აზერბაიჯანის მთავარი კანონიერი  ქურდის ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ. ეს უკანასკნელი კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც ლოტუ გული. ამის შესახებ იტყობინება Lenta, რომელიც წყაროდ მიუთითებს  სამართალდამცავ ორგანოებს.

წყაროს თანახმად, გულის  გავლენა დიდი იყო ამ რეგიონში, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ქურდებში  ძალაუფლების შეცვლა დაიწყეს. ამასთან, წყარო აღნიშნავს,  რომ ისინი 90-იანი წლების ომებივით არ იქნებიან.

თუმცა, კანონიერი ქურდის  როვშან ჯანიევის (ლენქორანსკი) მომხრეები, რომლებიც მისი მკვლელობის შემდეგ გულის კონტროლის ქვეშ იყვნენ, ახლა ახალი მფლობელის მოლოდინში არიან.

კანონიერი სამი ქურდი ახლა გიულის ადგილისთვის იბრძოლებს, ესენია:  47 წლის გიორგი აკოევი  (გია სვერდლოვსკი), მოკლული რუსეთის კრიმინალური ლიდერის ასლან უსოიანის (დედ ჰასანი)  ძმისშვილი  65 წლის ავთანდილ კობეშავიძე (ავთო), რომელიც ახლა უკრაინაში ცხოვრობს და 39 წლის აჰმედ დომბაევი  (ახმედ შალინსკი).

ნახეთ მეტი
Back to top button