,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ დსს ,,სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის “ჰაიატომის” გენერალური დირექტორი, დსს “სომხური ატომური ელექტროსადგური”- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ვაჰრამ პეტროსიანი ,,სპუტნიკი სომხეთი“-ს ეთერში შეეხო ატომური ელექტროსადგურის საკრედიტო ისტორიის დასრულებას.
ვაჰრამ პეტროსიანის თქმით, სომხეთის მთავრობამ 123 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რათა ექსპლუატაციის ვადის სამუშაოები ბოლომდე დასრულდნენ, რომლის ნაწილი, დაახლოებით 41 მილიონი აშშ დოლარი, გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მიეწოდება ორგანიზაციას “რუსატომსერვისს”, რომ ამ უკანასკნელმა განახორციელოს სამუშაოები.
”გარდა ამისა, სომხური მხარე მუშაობს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სომხური საწარმო ჩაერთოს მუშაობაში. ეს საშუალებას მისცემს ადგილზე გაკონტროლდეს პროცესი, თვალყური ადევნონ ხარისხის უზრუნველყოფას, სამუშაოების დასრულება კი დაგეგმილია 2022 წლისთვის”,- აღნიშნა მან ,,სპუტნიკი სომხეთი“-თან საუბარში.
პეტროსიანის თქმით, სანამ სომხური ატომური სადგური მუშაობს, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მის უსაფრთხოებას. ამ მომენტისათვის ტარდება ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია ატომური სადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.
”ჩატარდა კომპლექსური კვლევა, აღინიშნა, რომელი აპარატურა უნდა შეიცვალოს. მომავალ წელს აუცილებლად ჩატარდება სითბური დამუშავება, ზოგიერთი სისტემის შეკეთება, გენერატორების შეცვლა და ა.შ. ”სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ატომური ელექტროსადგურის მოქმედების ვადა 2027 წლამდე გავახანგრძლივოთ”,-აღნიშნა პეტროსიანმა.
მისი თქმით, უკვე ჩატარდა ისეთი მოცულობის სამუშაოები, რომ ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა შეიძლება 2027 წლის შემდეგაც კი გაგრძელდეს. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი “ჰაიატომი” ამჟამად მუშაობს ატომური ელექტროსადგურის მეორე ელექტრობლოკის უსაფრთხოების დადგენის შესახებ ანგარიშიზე, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება ის დეფიციტები, რომლებიც მოდერნიზაციის შემდეგ რჩება. პეტროსიანის თქმით, ანგარიშგება აუცილებელია, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა მომავალ წელს მიიღოს ექსპლუატაციის გაგრძელების შესაბამისი ლიცენზია.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობამ უარი თქვა რუსეთის კრედიტზე, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. იმ პერიოდში დაგეგმილი იყო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი დაუმთავრებელი დარჩნენ.