
,,News.am“ წერს, რომ ერევანში მიმდინარეობს უსაფრთხოების საბჭოს რეგულარული სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც აღნიშნა:
”გამარჯობა, ძვირფასო კოლეგებო.
დღეს ჩვენ ვატარებთ სომხეთის უშიშროების საბჭოს რეგულარულ სხდომას. წინა სხდომაზე ჩვენ მივიღეთ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალევე დაფიქსირდა ამ დოკუმენტის აქტუალობა და სიცოცხლისუნარიანობა. აღინიშნა, რომ ჩვენ ზუსტად შევაფასეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მუქარები, და ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების გარემოს სტრატეგიული შეფასება მაღალი ხარისხით იქნა მიღებული.
ჩვენი წინა სესიის შემდეგ, მოხდა ტავუშის ცნობილი მოვლენები – ტავუშის გამარჯვებული ბრძოლები, და უნდა აღინიშნოს შემდეგი: წინა პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანმა მიიღო პოზიცია, რომლის თანახმად ყარაბაღის საკითხის არა სამხედრო გამოსავალი, მის მხრივ ამის ინიცირებაზე უარი, წარმოდგენილი იყო როგორც დათმობა როგორც სომხეთთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან. და ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდით აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისგან, რომ არ ესაუბრათ სომხეთთან ძალის პოზიციიდან, ძალის ენით, და ასე ვთქვათ, ეს არის არაპერსპექტიული რიტორიკა. და არსებითად, ივლისის გამარჯვებულმა ბრძოლებმა დაადასტურეს, რომ ყარაბაღის საკითხის სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. ვფიქრობ, დროა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღოს ეს, რადგან მანამდე არაერთხელ მითქვამს, რომ თუ ყარაბაღის საკითხის სამხედრო გადაწყვეტა არსებობს, მაშინ არცახის ხალხს შეუძლია განაცხადოს, რომ მათ ეს გადაჭრეს დიდი ხნის წინ.
ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სომხეთის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით როგორც იყო, ასევე კვლავაც განაგრძობს კონსტრუქციულობას, და ჩვენი პოზიციაა, რომ დიახ, არცახის საკითხი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, და სრ პოზიცია არსებითად, ყოველთვის იყო ეს, ამასთან, მთავრობების და ხელისუფლებების პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად.
შემდეგი ფაქტორი, რომელიც დაფიქსირებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, და ძალიან სწრაფად გამოიხატა, თურქეთის დესტრუქციული პოლიტიკაა ჩვენს რეგიონში, და ზოგადად მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ თურქეთის დესტაბილიზაციური და დესტრუქციული საქმიანობა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც შუა აღმოსავლეთის, ასევე ევრაზიისა და ევროპის რეგიონში ჩვენს პარტნიორებში. ეს არის დღის წესრიგი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, და ამ დღის წესრიგში ჩვენი მოქმედებები ასევე უნდა იყოს მთავარი მსჯელობა უშიშროების საბჭოში, მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ ასევე განვიხილავთ დღევანდელ სხდომაზე.
ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკა შეძლებს დააკმაყოფილოს მისი უსაფრთხოების გამოწვევები. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავსახოთ ამოცანა ჩვენს წინაშე უსაფრთხოების გარემოს მენეჯმენტის დონის ამაღლებისთვის ყოველ კვირას, ყოველ თვე, ყოველწლიურად. და უშიშროების საბჭო არის სწორედ ის სამუშაო ფორმატი, სადაც ასეთი საკითხების განხილვა და მოგვარება ხდება”.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული მრავალი საკითხი.