მთავარიპოლიტიკა

მოსკოვი იმედოვნებს ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის სწრაფ განახლებას: ლავროვი

მოსკოვი იმედოვნებს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის სწრაფ განახლებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  პერიოდულ  გამოცემა “ტრუდ”-თან   ინტერვიუში  განაცხადა.

კითხვაზე, რა დგას  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომდევნო დაძაბულობის უკან  და რამდენად არის შესაძლებელი ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია, ლავროვმა აღნიშნა, რომ 12-16 ივლისის სასაზღვრო კონფლიქტი გახდა  (2016 წლის აპრილის შემდეგ) 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მეორე დარღვევა. უფრო მეტიც, ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა მაღალი ინტენსიური სამხედრო შეტაკებები საველე არტილერიის, ყუმბარმტყორცნების და დამრტყმელი  დრონების  გამოყენებით, შეტაკება მოხდა არა ყარაბაღთან საკონტაქტო ხაზზე,  არამედ პირდაპირ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარზე.

შეტაკებას მიზეზების მთელო კომპლექტი გააჩნია, მაგრამ მაინც მთავარი  მოუგვარებელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.

ვითარების მოსაგვარებლად, 13 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, შეხვდა რუსეთში რუსი აზერბაიჯანელებისა და სომხების გამაერთიანებელი  ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ორივე  დიასპორამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და რუსეთის ფედერაციის  კანონების დაცვით  ხელსაყრელი ატმოსფერო  შექმნას  ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე ი. პოპოვი უშუალო კავშირშია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. რუსეთის აქტიური შუამავლობის შედეგად, რაც პირველი მცდელობა არ არის, 16 ივლისიდან შეწყვეტილია ცეცხლი.

აგვისტოში სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. საზღვარზე და კონტაქტის ხაზთან შედარებით სიმშვიდეა. შემცირდა ურთიერთბრალდებები. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკების პროცესი განახლდება. ”ჩვენ ვმუშაობთ ეუთოს მინსკის ჯგუფის პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button