რუბენ სანამიანს მიენიჭა სომხეთის ეროვნული გმირის წოდება: დაჯილდოვდა 199 ჯარისკაცი
კაპიტანი რუბენ სანამიანი დაჯილდოვდა სამშობლოს ორდენით, მას მიენიჭა სომხეთის ეროვნული გმირის უმაღლესი წოდება. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით, სრ პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების შესახებ.
„კაპიტანმა სანამიანმა, როგორც ოფიცერმა-მეთაურმა, განსაკუთრებული გამბედაობა, თავგანწირვა და სიმამაცე გამოავლინა სამშობლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 199 სამხედრო მოსამსახურეს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოები.
”მე ტავუშის ბრძოლის აქტიური მონაწილე 16 ჯარისკაცი წარვადგინე ”საბრძოლო ჯვრის” პირველი ხარისხის, 55 ̶ ”საბრძოლო ჯვრის” მეორე ხარისხის ორდენზე, ხოლო ეროვნული გმირის წოდებაზე წარდგენილი იქნა კაპიტანი რუბენ სანამიანი“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქი“ საკუთარ გვერდზე.
სხვათა შორის, რუბენ სანამიანი არაერთხელ ყოფილა დაჯილდოებული მთავრობის ორდენებითა და მედლებით.