მთავარისაზოგადოება
1-დან 16 სექტემბრამდე სომხეთი-საქართველოს რკინიგზა დროებით შეჩერდება

,,Yerkir.am” წერს, რომ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ტვირთგადამზიდველებს აცნობებს, რომ საქართველოდან სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების გამო, 1 – დან 16 სექტემბრამდე, აღმოსავლეთის საბაჟო სამსახურის აირუმ-ჯილიზა საბაჟო პუნქტი ამ პერიოდში არ განახორციელებს სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვის საბაჟო ფუნქციების შესრულებას. ისინი აღდგება, როგორც კი სარკინიგზო მოქმედება განახლდება.
კომპანიამ ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ ადრეც გამოაცხადა, რომ სარკინიგზო დერეფანში ხიდის მშენებლობის გამო, რომელიც გადის თბილისის ტერიტორიაზე, სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთის მიმართულებით 1-დან 16 სექტემბრამდე დროებით შეჩერდება.