
როგორც „aravot.am“-ი წერს, გასულ კვირას, თურქეთ-აზერბაიჯანულმა ერთიანობამ კიდევ ერთი მესიჯი გაავრცელა სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ. აზერბაიჯანში ჩავიდა თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მთელი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიოდნენ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გულერი, ასევე თურქული არმიის, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მეთაურები. ვიზიტის დროს, თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ივლისის ბოლოს აზერბაიჯანში ცატარებული ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ბოლო ეტაპი ნახა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე ბაქოში, ნახჭევანში, ქურდამირში, განჯასა და ევლახში, თურქეთ-აზერბაიჯანულმა საჰაერო ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო ვარჯიში “თურქულ-აზერბაიჯანული არწივი ̶ 2020”, ხოლო 1-5 აგვისტოში ერთობლივი სახმელეთო წვრთნები ჩატარდა ნახჭევანსა და ბაქოში. სადემონსტრაციო წვრთნის დასასრულს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საყურადღებო განცხადებები გააკეთეს, ხოლო თურქეთის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის დელეგაცია ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ალიევმა კვლავ ისაუბრა სომხეთთან ბოლო დროს სასაზღვრო შეტაკებების შესახებ, აღნიშნა, რომ თურქეთი გახდა პირველი და უკანასკნელი ქვეყანა ვინც მხარს გვიჭერსო.
ჰულუსი აქარმა თურქეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ.
თავის გამოსვლაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა აღნიშნა: ”საბედნიეროდ, ჩვენ გამოცდილებას გვიზიარებს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი არმია. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავისი ძალა აჩვენეს მთელს მსოფლიოს სირიაში, ერაყსა და ლიბიაში“.
”თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ასევე შეასრულებენ მის წმინდა მოვალეობას, თურქეთი დაეხმარება აზერბაიჯანს ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაში”, -თქვა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ”ძმური აზერბაიჯანი” დაარწმუნა, რომ ”თქვენ მარტო არ ხართ”. ”მინდა ღიად განვაცხადო, რომ აზერბაიჯანთან ბოლომდე ვართ. ”თურქეთი, სადაც 83 მილიონი ადამიანია, ჩვენი ძმების გვერდით დგას”.
ამრიგად, ოფიციალურმა ბაქომ დაარეგისტრირა თურქეთის შეიარაღებული ძალების “წმინდა მოვალეობა” სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ. ასეთი “განაცხადი” სამხრეთ კავკასიაში თურქეთის აქტიური მონაწილეობით, განსაკუთრებით ივლისის სომხურ-აზერბაიჯანული საომარი მოქმედებების შემდეგ, ახალი რეალობაა, როგორც სომხური დიპლომატიის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ალიევის მილიტარული მთავრობა, რომელიც ომისა და ანტისომხურ პოლიტიკას ატარებს, ახალ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის დონეზე, ღია მტრობის შესახებ. ეს არის ახალი გამოწვევა, რომელზეც ცივილიზებულმა სამყარომ პასუხი უნდა გასცეს.
სტაბილურობა მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის. გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც განიხილეს განსაკუთრებით რეგიონალური საკითხები. სატელეფონო საუბარი ინიცირებული იყო აზერბაიჯანული მხარის მიერ. კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ივლისის თვეში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ესკალაციის შესახებ. კრემლის პრეს-სამსახურმა პუტინ-ალიევის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებაში თქვა: ”ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის კონტექსტში, პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური საკითხები. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა ნებისმიერი ქმედების დაუშვებლობას, რაც სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს“. იმავდროულად, აზერბაიჯანულმა მხარემ ახსნა, თუ რატომ წამოიწყო ოფიციალურმა ბაქომ პუტინთან სატელეფონო საუბარი. ოფიციალური ბაქოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ალიევმა ბოლო კვირების განმავლობაში უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, ილჰამ ალიევი ამტკიცებდა, რომ “მოსკოვმა 17 ივლისიდან დაახლოებით 400 ტონა სამხედრო ტვირთი მიაწოდა სომხეთს”. ”მიწოდება განხორციელდა ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიების მეშვეობით”, – თქვა ალიევმა და დასძინა, რომ სომხეთის სამხედრო ტვირთის მიწოდება ”სერიოზულ შეშფოთებასა და კითხვებს იწვევს აზერბაიჯანულ საზოგადოებაში”.
გამოდის, რომ ალიევი, ერთი მხრივ, უკმაყოფილოა რუსეთით, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ თურქეთი მალე გახდება აზერბაიჯანის ნომერ პირველი მოკავშირე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის თანახმად, აზერბაიჯანმა შეიძინა თავისი იარაღის დაახლოებით 60 პროცენტი ისრაელიდან და 30 პროცენტი რუსეთიდან. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ბაქო აპირებს თურქულ პროდუქტებზე ფოკუსირებას. ამრიგად, ოფიციალური ბაქო და ანკარაც ეწინააღმდეგებიან სომხეთს და მათი ერთიანობა და „ძმობა“, როგორც ჩანს, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე. ისინი ცდილობენ თავიანთი საომარი მოქმედება დააფუძნონ სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობაზე, აშკარად გაამართლონ მომავალი ახალი თურქ-აზერბაიჯანული გეგმები, როგორც სამხედრო-ტექნიკური სფეროში, ასევე შესაძლო ახალი სომხეთ-აზერბაიჯანული ომი.
აღსანიშნავია, რომ ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო დაძაბულობისა და საომარი მოქმედებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა “მიიწვია” სომხეთი “პირისპირ” ომში აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთის ხელისუფლებას „დუელში“ გამოიწვია. არ მიემართათ დახმარებისათვის კუხო-სათვის, ”ჩვენ პირისპირ ვიბრძოლოთ, ვნახავთ ვინ გაიმარჯვებს”, -თქვა ალიევმა.
ზემოხსენებული განცხადებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, ალიევი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, აზერბაიჯანი შეძლებს თავისი “წმინდა მოვალეობის” შესრულებას.