მთავარისაზოგადოება
დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 33 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 58.

,,Armradio.am“ წერს, რომ 24 აგვისტოს დილის 11:00 საათისთვის დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 42,825 შემთხვევა, რომელთაგან 36049 განიკურნა, 854 კი გარდაიცვალა. ამჟამად, კორონავირუსზე მკურნალობას გადის 5,666 პაციენტი. სულ ჩატარდა 195574 ტესტირება.
ამრიგად, კორონავირუსული დაავადების 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა 58.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სრ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პაციენტები 72 წლის (ქალი) და 71 (ქალი) წლის იყვნენ, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები.
წინა დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალა სხვა ავადმყოფობით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 256.