ეკონომიკა

ერევანში მოქმედმა კალაშნიკოვის ქარხანამ უკვე 1000 ავტომატი გამოუშვა

,,სპუტნიკი არმენია“ წერს, რომ სომხური წარმოების იარაღი გაიგზავნება ყველაზე საჭირო ადგილზე. ის მიეწოდებათ შეიარაღებულ ძალებს.
მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროდან აცნობეს, რომ ერევანში მოქმედი კალაშნიკოვის ამწყობი დსს „ნეიტრონი გამ“ -ი, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, მზად არის 1000 ავტომატის პირველი ჯგუფით უზრუნველყოს სრ შეიარაღებული ძალები.
სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარე არტაკ დავთიანი ეწვია საწარმოს.

”აქედან, იარაღი იგზავნება შეიარაღებული ძალების საწყობში, საიდანაც მოცემული იარაღი გადაეცემა სამხედრო ნაწილებს საბრძოლო მორიგეობის ან საბრძოლო დავალებების შესასრულებლად”, – აღნიშნა დავთიანმა.
მისი თქმით, აწყობის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ შეიარაღებული ძალების შესაბამისი სპეციალისტები, დღეს ეს იყო პირველი ჯგუფის ბოლო ნაწილი, რომელიც მზად არის გადაეცეს შეიარაღებულ ძალებს.

ავტომატები ,,AK-103 კალაშნიკოვი“, რომლის აწყობა ხდება სომხეთში, გადიან  ხარისხის გაძლიერებულ  კონტროლს, რაიმე თა ხარვეზის გამორიცხვის მიზნით. აწყობის ყოველი ეტაპის შემდეგ, ყველა დეტალი ზედმიწევნით მოწმებდება, რის შემდეგაც მხოლოდ იარაღი გადადის პროცესის შემდეგ ეტაპზე.
დეტალურად გაცნობის შემდეგ, სამხედრო ინდუსტრიის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გამოხატეს კმაყოფილება წარმოების პროცესის ხარისხის კონტროლის მექანიზმებთან დაკდავშირერბით.

შეგახსენებთ, რომ  “კალაშნიკოვის” AK-103 ავტომატების ამწყობი საწარმოს ოფიციალური გახსნა მოხდა 7 ივლისს, მას ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
დაგეგმილია წელიწადში 50 000 – მდე ავტომატის აწყობა. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რაც რამდენჯერმე აღემატება სომხური არმიის საჭიროებებს.
ავტომატების აწყობის ორგანიზების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა 2018 წლის აგვისტოში მოსკოვში, კალაშნიკოვის კონცერნის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი ბარიშნიკოვთან დავით გალსტიანის  შეხვედრის დროს. და ამ წლის მაისში კი საწარმომ და კონცერნმა “კალაშნიკოვმა” ხელი მოაწერეს 10-წლიან ხელშეკრულებას.

ნახეთ მეტი
Back to top button