მთავარიპოლიტიკა

სომხეთს შეუძლია ღირსეულად შეასრულოს არცახის უსაფრთხოების გარანტის ფუნქცია: ფაშინიანი

სომხეთს თავისი ისტორიის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ მოჰკლებია   განსაცდელი, წარუმატებლობა და გამარჯვება. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასეთი მოსაზრება გამოთქვა სომხეთის  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა თავის მისალოც გზავნილში.

”30 წლის წინათ  უზენაესმა საბჭომ მიიღო სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პროცესის დასაწყისი. ეს 30 წელი სავსე იყო გამარჯვებებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არცახის განმათავისუფლებელი ომი, რომელმაც   საფუძველი და სტიმული მისცა  სომხური არმიის ფორმირებისთვის”, –  ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში, რომელიც მან  გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, 2020 წლის ივლისის გამარჯვებულმა ბრძოლებმა დაადასტურეს , რომ სომხეთს აქვს ეფექტური არმია და სომხეთს შეუძლია სიამაყით  შეასრულოს არცახის უსაფრთხოების გარანტის ფუნქცია.

რაც შეეხება ბოლო 30 წლის ყველაზე დიდ წარუმატებლობას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინსტიტუტების დაფუძნების დაბალი დონე, უფრო სწორად რომ ვთქვათ  ინსტიტუტების  არ ქონება. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაწყებული, სომხეთი  განიცდიდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არქონებას,  არ იყო კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა. მრავალი წლის განმავლობაში, კორუფცია წარმოადგენდა  სახელმწიფო მმართველობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რის შედეგადაც სომხეთს არ ჰქონდა სახელმწიფო მმართველობას ეფექტური სისტემა.

კორუფცია ყველგან იყო გავრცელებული: სახელმწიფო ადმინისტრაციაში,  სასამართლო სისტემაში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტებში, აკადემიურ   და კულტურულ წრეებში, მედიაში, საარჩევნო სისტემაში და ზოგჯერ, ფაშინიანის აზრით, რელიგიურ წრეებშიც.

პაშინიანის თქმით, ამ ყველაფრის ყველაზე კატასტროფული შედეგი იყო ის, რომ მოქალაქე გაუცხოებული იყო სახელმწიფოსაგან.  უფლებები და მოვალეობები, სახელმწიფო წესრიგი მოქალაქისთვის უცხო გახდა. პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა პრიორიტეტულ ამოცანებზე და აღნიშნა, რომ ისინი კვლავაც იგივე რჩებიან. სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებების შექმნა.

”არმიის ნორმალური განვითარება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გამიზნული გვაქვს,  შევქმნათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არმია, სიყალბეს ჩამოშორებული  საარჩევნო მექანიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თაღლითობისგან თავისუფალი განათლების სისტემა, სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მაღალ  პროფესიონალიზმსა და ეფექტურობას, შემოქმედებით და კონკურენტუნარიან ეკონომიკას,  ”ეს არის ჩვენი შემდეგი გადაუდებელი ამოცანა”, – ამბობს ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button