საზოგადოება
სომხეთში მიმდინარეობს სარდლობისა და საშტაბო მეცადინეობა

დღეს, დილით ადრე, დაიწყო სომხეთის შეიარაღებული ძალების 2020 წლის მომზადების გეგმით გათალისწინებული სარდლობისა და შტაბის წვრთნები სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით მდებარე სამხედრო ნაწილებში. მეცადინეობა მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით. ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა.
”წვრთნების მიზანია შეამოწმოს ჯარების საბრძოლო მზადყოფნა, მიიღოს ზომები ღონისძიებების ჩატარების ვადის შესამცირებლად, შემოწმებული და დახვეწილი იქნას მართვის ორგანოების შესაძლებლობები ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების პროცესში“ – წერს სტეპანიანი.